სასწავლო პროექტი ქართულში
1.პროექტის სახელწოდება:
|
ნიკოლოზ ბარათაშვილი ,,ბედი ქართლისა“: ერეკლე მეორე და ქართლის ბედი.
|
2. პროექტის მთავარი თემა (იდეა):
|
მოსწავლეები გაეცნობიან მე-18 საუკუნეში არსებულ იმ ისტორიულ- პლიტიკურ და სოციალურ ვითარებას ,რამაც ერეკლე აიძულა გაეფორმებინა,, გეორგიევსკის ტრაქტატი.“
|
3.პროექტის აქტუალობა:
|
ამ პროექტის საშუალებით,მოსწავლეები გაერკვევიან ეპოქის იმდროინდელ პოლიტიკურ ვითარებაში,შეისწავლიან ერეკლე მეფის მიერ დადებულ ხელშეკრულებას, გაეცნობიან მიზეზებს,თუ რატომ მიიჩნია მან ერთდადერთ გამოსავლად ,,გეორგიევსკის ტრაქტატის“ გაფორმება.
|
4.პროექტის მიზნები:
|
პროექტის მიზანია,მოსწავლემ მოიძიოს ინფორმაცია,შეისწავლოს ისტორიული კონტექსტი, იმსჯელოს, გააანალიზოს და ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ერეკლე მეფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, როგორც ქვეყნის იმედიანი მომავლის,თუ არასწორად გადადგმული ნაბიჯის შესახებ.
|
5.მოსწავლეთა ასაკი:
|
15წლის
|
6.ვადები/ ხანგრძლივობა
|
7 დღე
|
7.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
|
კომპიუტერი ,ინტერნეტი, წიგნი
|
8.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები ,რაც შეიძლება შეიქმნას
|
მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას და ამავე თემაზე დაწრენ ესეს.
|
9.პროექტის მსვლელობა:
|
თემის შერჩევის შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად და დავავალებ ერთმა ჯგუფმა მოიძიოს ინფორმაცია ერეკლეს გამეფებასთან დაკავშირებით, მეორე ჯგუფი მოიძიებს ერეკლეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ მასალებს,მესამე ჯგუფი იმუშავებს მე-18 საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მოსწავლეები დავალებას გაამთლიანებენ და წარმოადგენენ ერთობლივ პრეზენტაციას.
|
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
|
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის. ქართ. X. 12. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექტის შექმნა მოცემული პირობის ან მოდელის მიხედვით.
|
11.პროექტის ხელმძღვანელი
|
გვანცა ჟურულიშვილი
|
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
|
Gvantsa.jurulishvili@gmail.com
|
13.პროექტის ვებ გვერდის ბლოგი
|
No comments:
Post a Comment